1769757095
უცხოეთი
ინდონეზიაში წყვილი ქორწინების გარეშე სექსისთვის და ალკოჰოლის მიღებისთვის 140-ჯერ გაროზგეს
ინდონეზიაში, აჩეჰის პროვინციაში ახალგაზრდა წყვილი შარიათის კანონით გაასამართლეს.
როგორც „ნიუ-იორკ პოსტი“ იტყობინება, წყვილი საჯაროდ ქორწინების გარეშე სექსისთვის და ალკოჰოლის მიღებისთვის წკეპლით 140-ჯერ გაროზგეს.
ჯოხის 140-ჯერ დარტყმის შემდეგ ქალმა გონება დაკარგა, ის სასწრაფო დახმარების მანქანამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. წყვილი საჯაროდ, ათობით ადამიანის წინაშე გაროზგეს.
როგორც ცნობილია, აჩეჰის პროვინციაში გაროზგვა ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სასჯელია, რომელიც 2001 წელს ამოქმედდა.