1786809352
უცხოეთი
ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 47-ს მიაღწია
„ინდონეზიის კუნძულ ფლორესთან 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა“, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად 50 ადამიანი დაშავდა, დაახლოებით 2 000 მცხოვრების ევაკუაცია კი განხორციელდა.
ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.