ინდონეზია ირანსა და აშშ-ს შუამავლობას სთავაზობს
ინდონეზიის პრეზიდენტი პრაბოვო სუბიანტო მზადაა, ვაშინგტონსა და თეირანს შორის შუამავლის როლი შეასრულოს, - ამის შესახებ ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ინდონეზია მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და პრიორიტეტი მიანიჭონ დიალოგსა და დიპლომატიას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების განცხადებაში ასევე ხაზგასმულია თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის და უთანხმოებების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობა.
„ინდონეზიის მთავრობა, კერძოდ, ინდონეზიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, გამოთქვამს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს დიალოგს უსაფრთხოების ხელსაყრელი პირობების აღსადგენად და თუ ორივე მხარე შეთანხმდება, ინდონეზიის პრეზიდენტი მზადაა, თეირანში გაემგზავროს მედიაციის განსახორციელებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
Indonesia deeply regrets the failure of negotiations between the US and Iran, which has resulted in military escalation in the Middle East.
— MoFA Indonesia (@Kemlu_RI) February 28, 2026
Indonesia calls on all parties to exercise restraint and to prioritize dialogue and diplomacy.
Indonesia re-emphasizes the importance of…