1786958094
უცხოეთი
ინდოეთში, ტაძარში მომხდარი ჭყლეტის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა
„ინდოეთის აღმოსავლეთით, ტაძარში მომხდარი ჭყლეტის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 19-ზე მეტი დაშავდა“, - ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ხალხმრავლობაში ელექტრობოძის წაქცევამ პანიკა გამოიწვია.
დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.
მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი, რომელმაც დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
მომხდარზე დამატებითი დეტალების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.