Loading data...
ინდოეთში სატვირთო მანქანა ავტობუსს შეეჯახა - დაიღუპა სულ მცირე 23 ადამიანი

ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატ ასამში სატვირთო მანქანა ავტობუსს შეეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ავარია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის — კაზირანგას ეროვნული პარკის — სიახლოვეს მდებარე გზატკეცილზე მოხდა.

„დადასტურებული ინფორმაციით, დაიღუპა 23 ადამიანი, შვიდი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება“, — განუცხადა Reuters-ს გოლაგჰატის ოლქის პოლიციის ზედამხედველმა სუაპნანილ დეკამ.

მისი თქმით, ავტობუსი მეზობელი რაიონისკენ მიემართებოდა და მასში დაახლოებით 30 ადამიანი იმყოფებოდა. ავარიის შედეგად სატვირთო მანქანის მძღოლი დაშავდა.