1758191059
უცხოეთი
ინდოეთში სასიკვდილო ამება გავრცელდა

ინდოეთის კერალას შტატში სასიკვდილო ამებით, Naegleria fowleri-ით დაინფიცირების ათობით შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას Nexta live ავრცელებს.
ამება მტკნარ თბილ წყალსაცავებში ცხოვრობს, მას შეუძლია ადამიანის ორგანიზმში ცხვირის გავლით შეღწევა. შემდეგ კი ამება ადამიანის ტვინში აღწევს.
ტვინში მოხვედრის შემდეგ ამება მენინგოენცეფალიტს იწვევს და ნერვულ უჯრედებს სწრაფად ანადგურებს.
ამ სიტუაციაში ადამიანის სიკვდილიანობის ალბათობა პრაქტიკულად 100%-ს აღწევს. მხოლოდ ერთეულებმა ამებური მენინგოენცეფალიტის დროს გადარჩენა შეძლეს.
მედიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ თბილ მტკნარ წყალსატევებში ბანაობისგან თავი შეიკავოს, რადგანაც ეს ინფექციის თავიდან აცილების ერთადერთი შესაძლებლობაა.