1766215137
უცხოეთი
ინდოეთში მატარებელი სპილოების ჯოგს დაეჯახა, დაიღუპა 8 ცხოველი
ინდოეთში სამგზავრო მატარებელი სპილოების ჯოგს დაეჯახა, რის შედეგად 8 ცხოველი დაიღუპა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
შეჯახების შედეგად ლოკომოტივი და 5 ვაგონი რელსებიდან გადავიდა. მგზავრები არ დაშავებულან. სპილოებს საირანგ - ნიუ-დელის რეგიონული მატარებელი დაეჯახა.
ინდოეთში ყოველწლიურად სარკინიგზო ავარიებში 20 სპილო იღუპება. არსებობს მათი გადაადგილების მონიტორინგის სისტემები, მაგრამ ინციდენტებს მაინც აქვს ადგილი.