ინდოეთში ავტობუსი ავარიაში მოყვა - დაღუპულია სულ მცირე 18 ინდუისტი მომლოცველი

აღმოსავლეთ ინდოეთში ავტობუსის ავარიის შედეგად, სულ მცირე 18 ინდუისტი მომლოცველი დაიღუპა. ინფორმაციას Deutsche Welle ადგილობრივი კანონმდებლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ავარია ინდოეთის ჯარხანდის შტატში, ქალაქ დეოგარში მოხდა.
ავტობუსი, რომელსაც მომლოცველები გადაჰყავდა, გაზის ბალონებით დატვირთულ სატვირთო მანქანას შეეჯახა.
„ავტობუსისა და სატვირთო მანქანის ავარიის შედეგად 18 მორწმუნე დაიღუპა“, - დაწერა ჯარხანდის შტატის ადგილობრივმა კანონმდებელმა ნიშიკანტ დუბეიმ სოციალურ ქსელ X-ზე.
გაურკვეველია, რამდენი ადამიანი გადარჩა ავარიის შედეგად, მაგრამ ინდური მედიის ცნობით, ავტობუსი სულ 32 მგზავრს იტევდა.
დეოგარი ინდუსებისთვის წმინდა ქალაქად ითვლება, სადაც მთავარი ტაძარი მდებარეობს. ქალაქს შრავანის წმინდა თვეში ვიზიტორების დიდი ნაკადი სტუმრობს.
ინდოეთში ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება, რისი ძირითადი მიზეზიც სიჩქარის გადაჭარბება და არასწორ მხარეს მოძრაობაა.