Loading data...
ინდოეთის მოქალაქემ დელის მახლობლად არარსებული ქვეყნის „საელჩო“ გახსნა

ინდოეთის მოქალაქემ დელის მახლობლად არარსებული სახელმწიფოს, სებორგიის და ვესტარკტიკიის „საელჩო“ გახსნა და საკუთარ თავს ამ ქვეყნის ელჩად ასაღებდა. ამის შესახებ Nexta live იუწყება.

მან კარგი შემოსავალი მიიღო,რადგანაც თავის თანამემამულეებს გარკვეული გადასახადის სანაცვლოდ, ამ ქვეყანაში წაყვანას და იქ დასაქმებას ჰპირდებოდა.

პოლიციამ ჩხრეკის დროს, ფეიკურ საელჩოში ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და კიდევ, 30 ქვეყნის ყალბი ბეჭდები აღმოაჩინა. ასევე, იქ იყო სებორგიის და ვესტარკტიკიის „ელჩის“ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან ერთად ფოტოშოპში გაკეთებული ფოტოები.