1761641803
უცხოეთი
ილონ მასკმა Grokipedia წარმოადგინა, რომელიც ვიკიპედიის AI ვერსიაა
ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა ახალი პროექტი, Grokipedia წარმოადგინა. ეს არის ონლაინ-ენციკლოპედია ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე. ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.
მასკის აზრით, Grokipedia უფრო ჭკვიანი და თავისუფალი უნდა გახდეს. AI სისტემა არა მარტო აგროვებს ინფორმაციას, არამედ წყაროების ანალიზირებას ახდენს და „იდეოლოგიურ დამახინჯებას“ გამორიცხავს.
ამ დროისთვის პორტალში უკვე 885 ათასზე მეტი სტატიაა და მათი დამატება მუდმივად ხდება.
ილონ მასკი ბოლო წლებში „ალტერნატიული ინტერნეტის“ შექმნას ცდილობს. პროექტი Grokipedia სოციალურ ქსელ X-თან და ჩატ-ბოტთან Grok-თან არის ინტეგრირებული, რომლებიც ასევე ილონ მასკს ეკუთვნის.