ილონ მასკის ქონება უკვე 700 მლრდ აშშ დოლარს გადასცდა
ამერიკელი ბიზნესმენის, კომპანიების Tesla-ს და SpaceX-ის მფლობელის, ილონ მასკის ქონება 700 მლრდ აშშ დოლარს გადასცა. ამის შესახებ გამოცემა Forbes იუწყება.
ჯერ კიდევ 5 დღის წინ მასკის ქონება 677 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა. ის პირველი ადამიანი გახდა მსოფლიოში, ვისი ქონებაც 600 მლრდ-ს გადასცდა.
ამჟამად ბიზნესმენის ქონება 749 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ეს ფაქტი დელავერის შტატის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ გამოიწვია.
სასამართლომ ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა, რომელიც მასკისთვის კომპანია Tesla-ს მიერ ამ კომპანიის აქციების გადაცემას უკანონოდ აცხადებდა. აქციების ფასი ამჟამად 139 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.
სასამართლო პროცესების დროს Forbes მასკის ქონების შეფასებისას აქციების ფასის მხოლოდ 50%-ს ითვლიდა. ახლა კი მისი მთლიანი ოდენობის შეფასება ხდება.