ილონ მასკი: დროა უკრაინამ შეცვალოს თავისი ლიდერი, ზელენსკი ძალიან შორს წავიდა
ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი დონალდ ტრამპის მოსაზრებას ეთანხმება, რომ უკრაინას ახალი ლიდერი სჭირდება და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზღვარს გადააჭარბა. მასკმა კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტის იმ განცხადების ქვეშ დატოვა, სადაც ტრამპი უკრაინაში პრეზიდენტის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს.
„ვეთანხმები ტრამპს, დროა, უკრაინამ შეცვალოს თავისი ლიდერი“, – აცხადებს ილონ მასკი.
ის ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ტრამპი უკრაინას აკრიტიკებს და მოუწოდებს, შეწყვიტოს თავდასხმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.
„ზელენსკი ძალიან შორს წავიდა“, - დაწერა მასკმა.
შეგახსენებთ, 9 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან რუსეთიდან დიზელის საწვავის მიწოდებაზე შეთანხმდა. ზელენსკიმ ტრამპის ეს ნაბიჯი მწვავედ გააკრიტიკა და სანქციების მოხსნა აბსოლუტურად საშინელ ნაბიჯად შეაფასა. ამის შემდეგ თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა.