ილონ მასკი აცხადებს, რომ SpaceX-ი მთვარეზე „თვითგანვითარებადი ქალაქის“ შექმნაზეა ფოკუსირებული, რომლის აშენებაც ათ წელზე ნაკლებ დროში იქნება შესაძლებელი
მილიარდერი ილონ მასკი აცხადებს, რომ SpaceX-ი მთვარეზე „თვითგანვითარებადი ქალაქის“ შექმნაზეა ფოკუსირებული, რომლის აშენებაც „ათ წელზე ნაკლებ დროში“ იქნება შესაძლებელი.
მისივე თქმით, მარსზე მსგავსი გეგმის შესრულებას უფრო მეტი დრო დასჭირდება.
მასკმა აღნიშნა, რომ მარსზე მოგზაურობა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც პლანეტები ყოველ 26 თვეში ერთ ხაზზე განლაგდებიან, ხოლო მთვარეზე მოგზაურობა ყოველ ათ დღეში შეიძლება.
„მათთვის, ვინც არ იცის, SpaceX-მა უკვე გადაიტანა ყურადღება მთვარეზე თვითგანვითარებადი ქალაქის მშენებლობაზე, რადგან პოტენციურად ამის მიღწევა ათ წელზე ნაკლებ დროში შეგვიძლია, მაშინ როცა მარსზე მას 20+ წელი დასჭირდება. SpaceX-ის მისია იგივე რჩება: ცნობიერებისა და სიცოცხლის ისეთი სახით გავრცელება, როგორიც ჩვენ ვიცით, ვარსკვლავებამდე.
მარსზე მოგზაურობა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც პლანეტები ყოველ 26 თვეში ერთ ხაზზე განლაგდებიან (მოგზაურობის ხანგრძლივობა ექვსი თვეა), მაშინ როცა მთვარეზე გაფრენა ყოველ ათ დღეში შეგვიძლია (მოგზაურობის ხანგრძლივობა ორი დღეა). ეს ნიშნავს, რომ მთვარის ქალაქის აშენება მარსზე გაცილებით სწრაფად შეგვიძლია. ამის მიუხედავად, SpaceX-ი ასევე შეეცდება მარსზე ქალაქის აშენებას და ამის გაკეთებას დაახლოებით 5-7 წელიწადში დაიწყებს. უმთავრესი პრიორიტეტი ცივილიზაციის მომავლის უზრუნველყოფაა და ამისთვის მთვარე უფრო სწრაფია“, - წერს ილონ მასკი.
For those unaware, SpaceX has already shifted focus to building a self-growing city on the Moon, as we can potentially achieve that in less than 10 years, whereas Mars would take 20+ years.
— Elon Musk (@elonmusk) February 8, 2026
The mission of SpaceX remains the same: extend consciousness and life as we know it to…