ილონ მასკი: არასამთავრობო ორგანიზაციები გამოიყენება იმისთვის, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ამ ორგანიზაციებიდან ფული „გამოიტანონ", ისინი არასამთავრობოების მეშვეობით საკუთარ თავს უზარმაზარ თანხებს უხდიან - ეს გიგანტური თაღლითობაა
არასამთავრობო ორგანიზაციების მთელი ეს ამბავი კოშმარია. თანაც მცდარი ტერმინია, რადგან თუ გაქვს მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, სინამდვილეში, უბრალოდ მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ხარ. ეს ოქსიმორონია, - ამის შესახებ ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა განაცხადა.
მისი განმარტებით, მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობოები აკეთებენ იმას, რაც უკანონოდ ჩაითვლებოდა, თავად მთავრობა თუ გააკეთებდა.
ამასთან მასკის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები გამოიყენება კონკრეტული ადამიანების გასამდიდრებლად, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი თაღლითობაა.
„ფაქტობრივად, მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები არის გზა, რომ გაკეთდეს ის, რაც უკანონო იქნებოდა, თავად მთავრობა რომ აკეთებდეს, მაგრამ როგორღაც კანონიერად მიიჩნევა, როცა „არაკომერციულ“ ორგანიზაციას გადაეცემა გასაკეთებლად. შემდეგ კი ეს არაკომერციული ორგანიზაციები გამოიყენება იმისთვის, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ამ ორგანიზაციებიდან ფული „გამოიტანონ“.
ისინი არასამთავრობოების მეშვეობით ძალიან მდიდრდებიან. ამ ორგანიზაციებიდან საკუთარ თავს უზარმაზარ თანხებს უხდიან. ეს გიგანტური თაღლითობაა - ერთ-ერთი ყველაზე დიდი, შესაძლოა, ყველაზე დიდი თაღლითობაც კი“, - განაცხადა ილონ მასკმა.
“The whole NGO thing is a nightmare. And it's a misnomer because if you have a government-funded non-governmental organization, you're simply a government-funded organization. It's an oxymoron.
— Tesla Owners Silicon Valley (@teslaownersSV) December 21, 2025
It's a gigantic scam, one of the biggest, maybe the biggest scam ever.”
Elon Musk pic.twitter.com/LjnZlqmprG