ილინოისში გამართულ აქციაზე პოლიციამ 15 პირი დააკავა

ილინოისის შტატში, აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურთან აქცია გაიმართა, პოლიციამ 15 პირი დააკავა.
მედიის ინფორმაციით, დაკავებებს წინ სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება უძღოდა. აქციის მონაწილეების განმარტებით, პოლიციამ თავდაპირველად ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაიმუქრა, თუმცა მოგვიანებით უკან დაიხია.
მანამდე, ცნობილი გახდა აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ილინოისში გაგზავნილი ეროვნული გვარდიის წევრების განლაგება ამ ეტაპზე შეუძლებელია, ისინი შტატში ფედერალური კონტროლის ქვეშ იქნებიან.
ფედერალურმა მოსამართლე ეიპრილ პერიმ ეროვნული გვარდიის განლაგება, სულ მცირე, ორი კვირით დაბლოკა, რადგან ვერ აღმოაჩინა არსებითი მტკიცებულება, რომ ილინოისში ტრამპის მიგრაციის პოლიტიკის გამო „აჯანყების საფრთხე“ არსებობდა.