Loading data...
ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ არსებულ გლობალურ გეოპოლიტიკურ პირობებში, „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება

არსებულ გლობალურ გეოპოლიტიკურ პირობებში, „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა „თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის“ სახელმწიფო მეთაურების არაფორმალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ზანგეზურის დერეფანი, რომელიც ამჟამად ხორციელდება, „შუა დერეფნის“ ერთ-ერთ მთავარ სეგმენტად იქცევა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ „შუა დერეფნის“ გასწვრივ საბაჟო პროცედურები მარტივდება.

„თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის“ ფარგლებში შემუშავებული e-Permit სისტემა ელექტრონული ნებართვების სწრაფ გაცემას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.