Loading data...
იემენში საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილი ძალები ჰუსიტების წინააღმდეგ კონტრშეტევაზე გადავიდნენ

საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილი ძალები იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ მასშტაბურ კონტრშეტევას იწყებენ. მათი მხარდამჭერები ამბობენ, რომ საბოლოო მიზანი იემენის დედაქალაქის, სანას დაკავებაა. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.

კონტრშეტევას წინ უძღოდა ჰუსიტების შეტევა საუდის არაბეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქებზე და ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაზე, რის შედეგად 73 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა.

„ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული ძალების თავდასხმა საუდის არაბეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე სამოქალაქო და ეკონომიკურ ობიექტებზე და ინფრასტრუქტურაზე არის აგრესიის აქტი, რომელიც საუდის არაბეთის უსაფრთხოების, სუვერენიტეტის და სტაბილურობის წინააღმდეგ არის მიმართული“, - განაცხადეს იემენის მთავრობაში, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.

საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილ იემენის ძალებში განაცხადეს, რომ ის საუდის არაბეთს სრულ სოლიდარობას უცხადებს და რომ მისი უსაფრთხოება იემენის და რეგიონის უსაფრთხოებას ნიშნავს.