იემენის სამთავრობო ძალებმა თაიზის პროვინციაში ჰუსიტების რამდენიმე პოზიცია დაიკავეს
იემენის სამთავრობო ძალებმა თაიზის პროვინციაში ჰუსიტების რამდენიმე პოზიცია დაიკავეს და სამხრეთ-დასავლეთში მოძრაობას განაგრძობენ. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.
„შეტევა ჰუსიტებზე ავიაიერიშებთან ერთად ხდება. სამხედრო-საჰაერო ძალები განაგრძობენ ჰუსიტების პოზიციებზე იერიშებს მოჰაში, გჰიბაბში და სხვა რაიონებში“, - იუწყებიან იემენის სამთავრობო ძალები, რომლებსაც მხარს უჭერს საუდის არაბეთი.
ჰუსიტებმა, თავის მხრივ, გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ამბობენ, რომ საუდის არაბეთში მდებარე სამხედრო მიზნებზე და ინფრასტრუქტურაზე ათობით ბალისტიკური რაკეტისა და დრონების გამოყენებით იერიშები განხორციელდა. მათი ცნობით, დაიბომბა მეფე ჰალიდის სახელობის ავიაბაზა ქალაქ ჰამის-მუშაითში.
ცნობისთვის, იემენში აქტიური საბრძოლო მოქმედებები ივლისში განახლდა. მანამდე იქ გაეროს შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებდა. გასულ კვირას შეტევის შედეგად ჰუსიტებმა წითელი ზღვის სანაპიროზე დასახლებული პუნქტები დაიკავეს და ბაბ-ელ-მანდების სრუტეს მიუახლოვდნენ, რომლის გავლით მსოფლიო ვაჭრობის 12 პროცენტი ხორციელდება.