Loading data...
იემენი ოფიციალურად ერთვება ომში - იემენის არმია

„იემენი ოფიციალურად ერთვება ომში“, - აღნიშნულის შესახებ იემენის არმია პლატფორმა X-ზე იტყობინება. 

„იემენი ოფიციალურად ერთვება ომში. თქვენი გემები ჩვენს ტერიტორიულ წყლებს მოარიდეთ. თუ აშშ მტერთან ერთად ირანის წინააღმდეგ აგრესიაში ჩაერთვება, წითელ ზღვაში, მის გემებსა და სამხედრო ხომალდებს დავუმიზნებთ“, - აცხადებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების სამხედრო წარმომადგენელი იაჰია სარი. 

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იერიში მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაანში.

დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.