Loading data...
იემენელმა „ჰუსიტებმა“ წითელი ზღვის მნიშვნელოვანი კუნძული დაიკავეს

იემენელმა „ჰუსიტებმა“ 11 სექტემბერს წითელ ზღვაში მდებარე მნიშვნელოვანი კუნძული დაიკავეს, რითაც ბაბ ელ-მანდების სრუტის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების მცდელობა დაასრულეს, - ამის შესახებ AFP-ს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა და თვითმხილველებმა განუცხადეს.

„შეიარაღებული მებრძოლების გადამყვანი ნავები მაიუნის კუნძულს მას შემდეგ მიადგნენ, რაც სამთავრობო ძალებმა 10 სექტემბერს კუნძული დატოვეს“, - აღნიშნა ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა.

ცნობისთვის, კუნძულს პერიმის სახელითაც იცნობენ და ის სრუტეს ორ სანაოსნო მარშრუტად ყოფს.

თვითმხილველის თქმით, შეიარაღებული პირები „ბაბ ელ-მანდების სანაპიროზე განლაგდნენ და სამხედრო მანქანებით გადაადგილდებიან“.