1757874575
უცხოეთი
იემენელი „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატი ისრაელის საჰაერო სივრცეში შეიჭრა - THE TIMES OF ISRAEL

იემენელი „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატი ისრაელის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. ინფორმაციას THE TIMES OF ISRAEL ავრცელებს.
როგორც მედია იტყობინება, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ უპილოტო აპარატი ისრაელის სამხრეთში, რამონის აეროპორტის მახლობლად გაანეიტრალა.
უპილოტო აპარატის განადგურების შედეგად ფრაგმენტების ჩამოვარდნის საფრთხის გამო მიმდებარე ქალაქ ბეერ ორაში გამაფრთხილებელი სიგნალი ჩაირთო.
როგორც აღმოჩნდა, გასულ კვირას იემენელი „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული უპილოტო აპარატი ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადაურჩა და რამონის აეროპორტის ტერმინალს შეეჯახა.