Loading data...
IEA-ს ხელმძღვანელი: ირანის ომმა ისტორიაში ყველაზე დიდი ენერგეტიკული კრიზისი შექმნა

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელი ფათიჰ ბიროლი აცხადებს, რომ ირანს, შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის კონფლიქტი ისტორიაში უდიდეს ენერგეტიკულ კრიზისს ქმნის.

„ეს მართლაც ისტორიაში ყველაზე დიდი კრიზისია. ეს უკვე უზარმაზარი კრიზისია, თუ რუსეთთან დაკავშირებულ ბენზინისა და ბუნებრივი აირის კრიზისს გავითვალისწინებთ“, - აღნიშნა ფათიჰ ბიროლმა.

ბიროლმა ამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე ამჟამინდელ სიტუაციას უარესად მიიჩნევს, ვიდრე 1973, 1979 და 2022 წლების წინა კრიზისებს ერთად აღებულს. 

ნავთობის ბაზრებზე სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით გასულ თვეში საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს წევრმა ქვეყნებმა 400 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის გამოთავისუფლებას დაუჭირეს მხარი.