1774629137
უცხოეთი
IDF: ისრაელის საჰაერო ძალებმა ბეირუთში „ჰეზბოლას“ პოზიციებზე დარტყმების ახალი ტალღა დაიწყეს
ისრაელის საჰაერო ძალებმა ბეირუთში „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმების ახალი ტალღა დაიწყეს, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.
დამატებითი დეტალები არ ვრცელდება.
ბოლო თვის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბეირუთის სამხრეთით, დაჰიეში, „ჰეზბოლას“ ათობით სამიზნე დაბომბა და სამხედროებმა არაერთხელ მოუწოდეს ლიბანელ მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისკენ.