IDF-ის განცხადებით, ლიბანში შეზღუდული, ლოკალიზებული და წერტილოვანი სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს
ისრაელმა სამხრეთ ლიბანში ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ ტერორისტული ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ წერტილოვანი და შეზღუდული სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყება.
„პოლიტიკური ეშელონის გადაწყვეტილებით, რამდენიმე საათის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაიწყო შეზღუდული, ლოკალიზებული და წერტილოვანი სახმელეთო იერიშები სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ტერორისტული ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ზუსტი დაზვერვის საფუძველზე“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამიზნეები, რომლებიც საზღვართან ახლოს მდებარეობს, „უშუალო საფრთხეს უქმნის ისრაელელ ხალხს“.
„ისრაელის საჰაერო ძალები და თავდაცვის ძალების არტილერია მხარს უჭერენ სახმელეთო ძალებს ამ ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე ზუსტი დარტყმებით“, - აცხადებენ თავდაცვის ძალებში.