IDF: ღაზას სექტორში განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად „ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაურია დაიღუპა
„ჰამასის“ მეთაური, რომელსაც ისრაელელი მძევლები ჰყავდა ტყვედ, გასულ კვირას ღაზას სექტორში ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები და უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჩრდილოეთ ღაზაში განხორციელებული დარტყმის შედეგად, მუჰამედ ჰამად გაბაინი დაიღუპა, მას 9 ისრაელელი მძევლად ჰყავდა აყვანილი.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ბოლო დროს გაბაინი მონაწილეობდა ისრაელის ჯარისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმების განხორციელებაში და „ჰამასის“ შესაძლებლობების აღდგენაში, რაც „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სისტემატურ დარღვევას ნიშნავდა“.
არმია დასძენს, რომ ის მოკლეს „მისი მხრიდან წარმოქმნილი საფრთხის მოსაშორებლად“.
צה"ל ושב"כ חיסלו מפקד בארגון הטרור חמאס שהיה מעורב בהחזקת חטופים בשבי צה"ל ושב"כ תקפו בשבוע שעבר בצפון רצועת עזה, וחיסלו את המחבל מחמד חמד מחמד גבאין, מפקד בזרוע הצבאית של ארגון הטרור חמאס. לאורך המלחמה המחבל היה מעורב בהחזקתם של זיו ברמן, איתן מור, לירי אלבג, אגם ברגר, מתן אנגרסט, גלי ברמן, עמרי מירן, קית' סגל ואלון אהל בשבי החמאס. בעת האחרונה המחבל קידם מתווי טרור נגד כוחות צה"ל ואזרחי מדינת ישראל ופעל לשיקום יכולות ארגון הטרור חמאס, תוך הפרה שיטתית של הפסקת האש. המחבל חוסל מהאוויר במטרה להסיר את האיום שהיווה. כוחות הביטחון בפיקוד הדרום פרוסים במרחב בהתאם להסכם וימשיכו לפעול להסרת כל איום מיידי
— צבא ההגנה לישראל (@idfonline) September 27, 2026