1761379851
უცხოეთი
იაპონიის სანაპიროს სიახლოვეს რუსეთის ბირთვული ბომბდამშენები დაფრინავდნენ
იაპონიამ განაცხადა, რომ ქვეყნის სანაპირო ზოლის სიახლოვეს რუსეთის ბირთვული ბომბდამშენები დაფრინავდნენ.
როგორც მედია წერს, ბირთვული იარაღის ტარების მქონე სტრატეგიული ბომბდამშენების მონიტორინგის მიზნით, იაპონურმა მხარემ ავიაგამანადგურებლები ააფრინეს.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო საქმიანობა, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო საქმიანობასთან ერთად, „სერიოზულ შეშფოთებას“ იწვევს.
იაპონიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ორ Tu-95 ბომბდამშენს თან ახლდა ორი Su-35 გამანადგურებელი.
„რუსეთი ყოველდღიურად ახორციელებს სამხედრო ოპერაციებს ჩვენი ქვეყნის გარშემო, უკრაინაში შეჭრის პარალელურად - ეს არის რეალობა“, - დაწერა თავდაცვის მინისტრმა შინჯირო კოიძუმიმ.