Loading data...
იაპონიის პრემიერ-მინისტრი ტრამპს დაჰპირდა, რომ მას ნობელის პრემიაზე წარადგენს

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიტიმ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენს. შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის პრესსამსახურის უფროსმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

ტაკაიტი ტრამპს ტოკიოში შეხვდა. მისი თქმით, ტრამპის დამსახურებაა, რომ ასეთ მოკლე დროში მსოფლიოში სიტუაცია უფრო მშვიდი გახდა.

სანაე ტაკაიტი იაპონიის ისტორიაში პირველი პრემიერ-მინისტრი ქალია. კონსერვატიული მსოფლმხედველობის გამო მისი ზედმეტსახელია „თალიბანი“. ტაკაიტი თავის კუმირად დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მარგარეტ ტეტჩერს ასახელებს.

ტრამპმა და ტაკაიტიმ შეხვედრაზე ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზანია აშშ-ის და იაპონიის კავშირის „ახალი ოქროს ხანის“ ჩამოყალიბებაზე მუშაობა.

მანამდე ტრამპს ნობელის პრემიაზე წარდგენას კამბოჯის პრემიერ-მინისტრი ჰუნ მანეტი დაჰპირდა, რომელსაც ტრამპი 27 ოქტომბერს შეხვდა.