Loading data...
იაპონიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს

იაპონიის პრემიერ-მინისტრი შიგერუ იშიბა თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ უცხოური მედია იტყობინება. 

გადაწყვეტილება იაპონიის პრემიერ-მინისტრმა თავისი პარტიის მიერ საპარლამენტო არჩევნებში მარცხის შემდეგ მიიღო. 

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, იშიბას გადაწყვეტილება პარტიაში განხეთქილების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. 

შიგერუ იშიბამ იაპონიის პრემიერის თანამდებობა ოქტომბერში დაიკავა.