Loading data...
იაპონიაში მოყინულ გზაზე ავარიაში ერთდროულად 57 მანქანა მოხვდა, არის მსხვერპლი

იაპონიაში, კანეცუს ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ყინულის გამო ავარია მოხდა, რომელშიც 57 ავტომობილი დაიმტვრა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.

მსუბუქი ავტომობილები, ჯიპები და სატვირთო მანქანები - ყველა ერთად დაიმტვრა. შეჯახების დროს ხანძარი გაჩნდა. რამდენიმე მანქანა მთლიანად დაიწვა.

წინასწარი ინფორმაციით, 2 ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა. გზის ეს მონაკვეთი მთლიანად გადაიკეტა.