Loading data...
იაპონიამ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო რუსული ნავთობის შესყიდვები განაახლა

იაპონურმა კომპანია Taiyo Oil-მა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის შესყიდვას ქვეყნის მიერ მარაგების დივერსიფიკაციისა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების ფონზე სტაბილურობის უზრუნველყოფის მცდელობის ფარგლებში ახორციელებს, - იტყობინება Nikkei Asia.

კომპანიამ, რომელიც იაპონიის სიდიდით მეოთხე ნავთობგადამმუშავებელია, ნავთობი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მდებარე „სახალინ-2“ პროექტიდან შეიძინა.

„იაპონია ირანთან ომამდე და ჰორმუზის სრუტის პრაქტიკულად დახურვამდე ნავთობის იმპორტის 95%-ს ირანიდან ახორციელებდა. Taiyo-მ, რომელიც სახალინის ნავთობს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდეც კი იყენებდა, განაცხადა, რომ ამ ნავთობის გადამუშავებას პრობლემების გარეშე შეძლებდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

MarineTraffic-ის ცნობით, ომანის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი Voyager კვირას იაპონიის ეჰიმეს პრეფექტურაში შევა.

Nikkei Asia-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ Voyager აშშ-ის სანქციების ქვეშაა.

ამავდროულად, ფინეთის ენერგეტიკის კვლევის ცენტრმა განაცხადა, რომ რუსეთის შემოსავლები ზღვით ნედლი ნავთობის ექსპორტიდან მარტში წინა თვესთან შედარებით 115%-ით გაიზარდა.