Loading data...
იაპონელი მეცნიერები ამბობენ, რომ დაუნის სინდრომის მკურნალობის გზებს მიაკვლიეს

იაპონელი მეცნიერები ამბობენ, რომ მათ 47-ე ქრომოსომის ამოკვეთის და შესაბამისად, დაუნის სინდრომის მკურნალობის გზებს მიაკვლიეს. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.

წარმატებული ტესტები ლაბორატორიებში ჩატარდა. მომავალში კვლევების ჩატარება ადამიანებზე იგეგმება. აქამდე დაუნის სინდრომის დამარცხება შეუძლებლად ითვლებოდა.

კვლევები ადამიანის უჯრედებზე ჩატარდა. ტრისომიის მოშორების შემდეგ გენებმა დაიწყო მუშაობა, როგორც ეს ტიპური განვითარების ადამიანებში ხდება: გაძლიერდა მათი აქტიურობა, შემცირდა სტრესის დონე, გამოსწორდა საკვანძო პროცესები.

ამასთანავე, მეცნიერები ამბობენ, რომ ამ მეთოდის მასიური გამოყენება ჯერჯერობით არ შეიძლება, რადგანაც სხვა ქრომოსომების დაზიანების რისკი არსებობს, მაგრამ ეს აღმოჩენა იძლევა იმის იმედს, რომ მომავალში დაუნის სინდრომის მკურნალობის ტექნოლოგიები გაჩნდება.