იან ლიპავსკი რუსეთის მიერ გამოცხადებულ სააღდგომო ზავზე: ეს იგივეა, რომ შიმშილობა გამოაცხადო და ფარულად ტკბილეული ჭამო

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის განცხადებას შიმშილობის გამოცხადების შემდეგ ტკბილეულის ჭამას ადარებს.
ლიპავსკიმ გააკრიტიკა რუსეთის მიერ კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული „აღდგომის ზავის“ შეუსრულებლობა.
„იგივეა [პუტინის ცეცხლის შეწყვეტა], რაც გამოაცხადო შიმშილობა საუზმესა და სადილს შორის და საიდუმლოდ კანფეტებს ჭამდე.
ვხედავთ, რომ დაბომბვები გრძელდება. უკრაინა გვატყობინებს, რომ რამდენიმე დაბომბვა მოხდა, ამიტომ, ამ სახით გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა მედიისთვის გაკეთებული ტრიუკი უფროა, ვიდრე რეალობა“, - აღნიშნავს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ლიპავსკიმ, ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთი უარს ამბობს 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე, რაზეც უკრაინა უკვე დათანხმდა.
„პუტინი ამას არასოდეს დათანხმდება და დაიწყო სხვა პირობების წამოყენება“, - განაცხადა მინისტრმა.