Loading data...
იალბუზის მახლობლად საბაგირო ჩამოწყდა, სამი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის ყველაზე მაღალი მწვერვალის, იალბუზის მახლობლად, ყაბარდო-ბალყარეთში საბაგირო ჩამოწყდა. დაღუპულია სამი ადამიანი. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

დაშავებულია 9 პირი. დაახლოებით, 40 ადამიანი მაშველებმა გადაარჩინეს.

წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი ბაგირის დაზიანებამ გამოიწვია. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.