Loading data...
„ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის სტრატეგიული ნავთობსადენი დაბომბეს

იემენელმა „ჰუსიტებმა“განაცხადეს, რომ დრონებითა და ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანეს საუდის არაბეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენის სატუმბ სადგურსა და საპორტო ქალაქ იანბუში მდებარე ნავთობის ობიექტზე.

„ჰუსიტების“ წარმომადგენელმა იაჰია სარიმ აღნიშნა, რომ ორივე სამხედრო ოპერაცია წარმატებით განხორციელდა.

„ერთ-ერთი ოპერაციის დროს დრონის გამოყენებით აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენის სატუმბი სადგური დაიბომბა, ხოლო მეორე ოპერაციის დროს ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით იანბუს ნავთობობიექტი. ორივე თავდასხმა წარმატებული იყო“, - აცხადებს დაჯგუფების სამხედრო სპიკერი.