Loading data...
ჰუსიტებმა საუდის არაბეთის აეროპორტებზე საჰაერო იერიშები განახორციელეს

იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში მდებარე მეფე ჰალიდის სახელობის აეროპორტზე იერიში განახორციელეს. შეტევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა. ინფორმაციას Deutсhe Welle ავრცელებს.

აეროპორტს მატერიალური ზარალი მიადგა, რომლის დადგენა მიმდინარეობს. საჰაერო იერიშის შედეგად მე-3 და მე-4 ტერმინალები დაზიანდა.

აეროპორტი ამჟამად არ ფუნქციონირებს, 5 დღეში მასზე 4 საჰაერო იერიში განხორციელდა, 10 ოქტომბერს ერ-რიადის აეროპორტზე სარაკეტო შეტევას 13 ადამიანი ემსხვერპლა და 300 დაიჭრა.

საუდის არაბეთის ხელისუფლების ცნობით, საჰაერო იერიში ქალაქ დამამში მდებარე მეფე ფაჰდის სახელობის აეროპორტზეც განხორციელდა. ასევე შეტევის ობიექტები კომპანია Saudi Aramco-ც გახდა.

რამდენიმე დღის წინ ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ ავიალაინერებმა საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში ფრენას თავი უნდა აარიდონ, რადგანაც ეს „საბრძოლო მოქმედებების ზონაა“.