Loading data...
ჰუსიტების შეტევის გამო იემენის ლიდერმა მოსახლეობას მობილიზაციისკენ მოუწოდა

იემენის საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარემ რაშად ალ-ალიმიმ ქვეყნის მოსახლეობას მობილიზაციისკენ მოუწოდა, რადგანაც ჰუსიტებთან ომში ადგილი აქვს სერიოზულ ესკალაციას. მან ასევე განაცხადა, რომ ვინც ჰუსიტების მხარეს დატოვებს და მთავრობის მხარეს გადავა, ამნისტირებული იქნება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ეს მოწოდება იმ ფონზე გაისმა, როდესაც პროირანელი ჰუსიტები იემენის სხვადასხვა ნაწილში შეტევას განაგრძობენ. საუდის არაბეთის დახმარების მიუხედავად, იემენის არმია უკან იხევს.

ბოლო თვეებში ჰუსიტებმა იემენის წითელი ზღვის მთელი სანაპირო დაიკავეს და ბაბ-ელ-მანდების სრუტეზე გავიდნენ. ამ სრუტეს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ირანის წინააღმდეგ აშშ-ის და ისრაელის მიერ ომის დაწყებისა და ჰორმუზის სრუტის დახურვის შემდეგ.

ჰუსიტების შეტევების შედეგად მათ საკვანძო სავაჭრო მარშრუტეზბე ფაქტობრივად კონტროლი მოიპოვეს, რაც  საუდის არაბეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ნავთობის ექსპორტზე გავლენას ახდენს. ამის გამო ენერგომატარებლებზე ფასები კვლავ ზევით იწევს.

Reuters-ის ცნობით, ჰუსიტების შეტევით ოპერაციებს ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ხელმძღვანელობს. თეირანში არსებული წყაროები იუწყებიან, რომ ირანს აშშ-ის წინააღმდეგ ახალი ფრონტის გახსნა სურს.