Loading data...
„ჰუსიტები“ საუდის არაბეთში Saudi Aramco-ს ობიექტებთან მცხოვრებ მოსახლეობასა და თანამშრომლებს ევაკუაციისკენ მოუწოდებენ

იემენის „ჰუსიტებმა“ მშვიდობიან მოსახლეობასა და თანამშრომლებს მოუწოდეს, დატოვონ საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ობიექტების მიმდებარე ტერიტორიები, მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ განაცხადა, რომ სანაში ნავთობკომპანიის ობიექტზე დარტყმას გეგმავდა.

„იემენის შეიარაღებული ძალები აფრთხილებენ ყველა თანამშრომელსა და მოქალაქეს, რომლებიც Aramco-ს კუთვნილი ნებისმიერი ობიექტის მახლობლად იმყოფებიან, დატოვონ ტერიტორია, რადგან ის ჩვენი ძალებისთვის ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენს“, - წერს ჰუსიტების სამხედრო სპიკერი იაჰია სარე.