Loading data...
„ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ ერ-რიადსა და იანბუში იერიშები განახორციელეს

იემენის „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში მდებარე „მგრძნობიარე ობიექტებზე“ და სამეფოს საპორტო ქალაქ იანბუში ნავთობის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები განახორციელეს მას შემდეგ, რაც ერ-რიადის მცხოვრებლებმა დედაქალაქში აფეთქებების შესახებ განაცხადეს.

საუდის არაბეთის მტრის მიერ დედაქალაქ სანაზე თავდასხმის დანაშაულებრივი მცდელობების საპასუხოდ… იემენის შეიარაღებულმა ძალებმა ორი წარმატებული სამხედრო ოპერაცია განახორციელეს, რა დროსაც დიდი რაოდენობით ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, ასევე, დრონები გამოიყენეს“, - განაცხადა„ჰუსიტების“ სამხედრო სპიკერმა იაჰია სარიემ Telegram-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

მისი თქმით, პირველი ოპერაციის სამიზნე საუდის დედაქალაქ ერ-რიადში მდებარე მგრძნობიარე ობიექტები იყო, ხოლო მეორე - იანბუში მდებარე Saudi Aramco-ს ობიექტები.