Loading data...
„ჰორმუზის სრუტეში სამხედრო ძალების განთავსებას სერიოზული შედეგები მოჰყვება“ - ირანის საგარეო უწყება სამხრეთ კორეას აფრთხილებს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამხრეთ კორეას აფრთხილებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამხედრო ძალების განთავსებას ან აშშ-ის ოპერაციებში მონაწილეობას, შესაძლოა, „სერიოზული შედეგები“ მოჰყვეს.

სამხრეთ კორეამ განაცხადა, რომ განიხილავს აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალისხმევაში გარკვეული სახით მონაწილეობას. თუმცა, სეულმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ნებისმიერი ნაბიჯი არ უნდა აისახოს ქვეყნის საკუთარ სამხედრო მზადყოფნაზე.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ესმაილ ბაგაიმ სამხრეთ კორეას მოუწოდა, არ დაემორჩილოს აშშ-ის მხრიდან „ზეწოლასა და დაშინებას“.

სპარსეთის ყურეში ან ჰორმუზის სრუტეში სხვა ქვეყნების ნებისმიერი სამხედრო განლაგება ან ოპერაციებში მონაწილეობა შეიძლება მხოლოდ აგრესიის განმახორციელებელი მხარის პირდაპირ მხარდაჭერად ჩაითვალოს და ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება“, - აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი.