Loading data...
„ჰეზბოლას“ ლიდერმა BBC-ს განუცხადა, რომ ისინი „არასდროს განიარაღდებიან“

ლიბანსა და ისრაელს შორის 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე, „ჰეზბოლას“ მაღალჩინოსანმა ვაფიკ საფამ BBC-ს განუცხადა, რომ დაჯგუფება „არასდროს, არასდროს“ განიარაღდება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰეზბოლას“ განიარაღება ლიბანის მთავრობასთან შემდგომი მოლაპარაკებების ფუნდამენტური მოთხოვნაა.

განიარაღებასთან დაკავშირებით კითხვაზე საფამ უპასუხა: „არა, ვიდრე არ იქნება ჭეშმარიტი ცეცხლის შეწყვეტა“.

„ჰეზბოლა ირანის გარეშე და ირანი „ჰეზბოლას“ გარეშე არ არსებობს“, - აღნიშნა მან.

კითხვაზე, ანიჭებს თუ არა „ჰეზბოლა“ უპირატესობას ლიბანის ან ირანის მოსახლეობის ინტერესებს, საფამ უპასუხა: „რა თქმა უნდა, „ჰეზბოლა“ ლიბანის ინტერესებს ითვალისწინებს“.