1727785816
უცხოეთი
„ჰეზბოლა“ ისრაელის სამხედროების სამხრეთ ლიბანში შესვლას უარყოფს
„ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ ცნობები ისრაელის ძალების ლიბანში შესვლის შესახებ სიცრუეა.
„სიონისტების მტკიცება იმის შესახებ, რომ საოკუპაციო ძალები ლიბანში შევიდნენ, სიცრუეა“, - ნათქვამია „ჰეზბოლას“ სპიკერის მოჰამედ აფიფის განცხადებაში.
„ჰეზბოლას“ სპიკერის თქმით, „ ჰეზბოლა“ მზად არის პირდაპირი დაპირისპირებისთვის, თუ ისრაელი ლიბანის ტერიტორიაზე შესვლას გაბედავს.
შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, 1-ელ ოქტომბერს ისრაელმა სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.