Loading data...
ჰეგსეთის თქმით, ირანთან ომის ღირებულებამ ამ დროისთვის დაახლოებით 37.5 მილიარდი დოლარი შეადგინა

აშშ-ის თავდაცვის მდივნის იტ ჰეგსეთის განცხადებით, ირანთან ომი შეერთებულ შტატებს ამ დროისთვის 37.5 მილიარდი დოლარი დაუჯდა, თუმცა ექსპერტებმა CNN-ს ადრე განუცხადეს, რომ ხარჯები, სავარაუდოდ, გაცილებით უფრო მაღალია.

დემოკრატმა სენატორმა დიკ დერბინმა თავდაცვის მინისტრს ჰკითხა, ელოდება თუ არა, რომ ეს ხარჯები კიდევ გაიზრდება, ახლა, როდესაც აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ფაქტობრივად, დასრულებულია.

ჰეგსეთმა უპასუხა, რომ აღნიშნული 37.5 მილიარდი დოლარის ნაწილი მოიცავს ისეთ ხარჯებსაც, როგორიცაა სამხედრო მოსამსახურეებისთვის საკვების უზრუნველყოფა.