ჰეგსეთი მოელის, რომ ნატოს ქვეყნები უკრაინისთვის მეტ ამერიკულ იარაღს შეიძენენ

შეერთებული შტატები მოელის, რომ მისი ევროპელი ნატოს მოკავშირეები უკრაინისთვის მიწოდების მიზნით, PURL-ის (უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის) ინიციატივის ფარგლებში, მისგან მეტ იარაღს შეიძენენ. ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა პიტ ჰეგსეთმა თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ ნატოს ევროპელი მოკავშირეები PURL-ის შეთანხმების ფარგლებში უკრაინისთვის მეტ ამერიკულ იარაღს შეიძენენ.
„ჩვენი მოლოდინი დღეს არის ის, რომ კიდევ უფრო მეტი ქვეყანა გააკეთებს დამატებით შენატანებს, შეიძენს კიდევ უფრო მეტს, რათა უზრუნველყოს უკრაინა ყველაფერ იმით, რაც საჭიროა ამ კონფლიქტის მშვიდობიანი დასრულებისთვის“, - განაცხადა ჰეგსეთმა.
მან გაიხსენა, რომ PURL არის „ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც ევროპული ქვეყნები ყიდულობენ ამერიკულ იარაღს და გადასცემენ მას ნატოს უკრაინაში საბრძოლველად, რათა ამ კონფლიქტში მშვიდობა დაამყარონ“.
„თუ ტრამპის პრეზიდენტობიდან რამე ვისწავლეთ, ეს არის „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ პრინციპის აქტიური გამოყენება. მშვიდობა მიიღწევა მაშინ, როდესაც ძლიერი ხარ. არა მაშინ, როდესაც ხმამაღლა საუბრობ, ან თითს იშვერ, არამედ მაშინ, როდესაც გაქვს რეალური და ძლიერი შესაძლებლობები, რომლებიც მტრის პატივისცემას იმსახურებს“, - ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის ომის მდივანმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სწორედ ამას აკეთებს ნატო, ზუსტად ამას წარმოადგენს PURL ინიციატივა“.