1760904609
უცხოეთი
ჰეგსეთი აცხადებს, რომ აშშ-ის ძალებმა გაანადგურეს გემი, რომელიც კოლუმბიის მემარცხენე მეამბოხე ჯგუფთან იყო დაკავშირებული და ნარკოტიკების კონტრაბანდაში იყო ჩართული

აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი აცხადებს, რომ აშშ-ის ძალებმა კოლუმბიის მემარცხენე მეამბოხე ჯგუფთან დაკავშირებულ გემს შეუტიეს.
ჰეგსეთმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პენტაგონმა პარასკევს USSOUTHCOM პასუხისმგებლობის ზონაში, რომელიც კარიბის ზღვის აუზს მოიცავს, გემი გაანადგურა, რა დროსაც სამი ადამიანი დაიღუპა.
მისი თქმით, გემი დაკავშირებული იყო მემარცხენე მეამბოხე ჯგუფ „ეროვნული განმათავისუფლებელი არმიის“ წევრებთან და ნარკოტიკების უკანონო კონტრაბანდაში იყო ჩართული.