Loading data...
ჰეგსეთი: აშშ განაახლებს დარტყმებს, თუ ირანი შეეცდება, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გადაჯგუფებისთვის გამოიყენოს

პენტაგონის ხელმძღვანელმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია, ირანს განმეორებითი დარტყმები მიაყენოს, თუ ის ცეცხლის შეწყვეტას თავისი ძალების გადაჯგუფებისთვის გამოიყენებს. პენტაგონის ხელმძღვანელის განცხადებას Sky News-ი ციტირებს.

ბრიფინგზე ჰეგსეთს ჰკითხეს, არსებობს თუ არა რისკი, რომ ირანი ცეცხლის შეწყვეტას „ხელახლა შეიარაღებისთვის, გადაჯგუფებისთვის და შეიარაღების სისტემებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების ხელახლა განთავსებისთვის“ გამოიყენებს.

საპასუხოდ მან აღნიშნა, რომ აშშ-ის ცენტრალური სარდლობა დააკვირდება სიტუაციას და ექნება რეაგირების მთელი რიგი ვარიანტები, რომელთა გამოყენებისთვისაც მზად იქნება ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ.

„რაც უფრო მეტს იმოქმედებს ირანი, რაც უფრო მეტ ძალებს გადააადგილებს, რაც უფრო მეტ ჯარს განალაგებს ადგილზე, მით უფრო ადვილი იქნება ჩვენთვის მათი აღმოჩენა. გახსოვდეთ, ჩვენ შეგვიძლია ვუყუროთ, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ... ასე რომ, თუ ისინი პოზიციის შეცვლას შეეცდებიან, თუ არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჩვენთვის მოსახერხებელ სამხედრო სამიზნეებს შექმნიან“, - აღნიშნა ჰეგსეთმა.