Loading data...
ჰანტერ ბაიდენი: დღეს უფრო მადლობელი ვარ, ვიდრე იმედგაცრუებული

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შვილი, ჰანტერ ბაიდენი მის მიმართ ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დღეს უფრო მადლობელია, ვიდრე იმედგაცრუებული განაჩენით. 

„დღეს უფრო მადლობელი ვარ იმ სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩემი ოჯახის, მეგობრებისა და საზოგადოებისგან მივიღე გასული კვირის განმავლობაში, ვიდრე იმედგაცრუებული ვარ შედეგით“, – აცხადებს ჰანტერ ბაიდენი. 

შეგახსენებთ, ნაფიცმა მსაჯულებმა 11 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შვილი ჰანტერ ბაიდენი ფედერალურ სასამართლო პროცესზე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე დამნაშავედ ცნეს.

ჰანტერ ბაიდენს 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 750 000 დოლარამდე ჯარიმა ემუქრება, თუმცა უცნობია განაჩენის გამოცხადების თარიღი.