Loading data...
ჰამბურგის პორტში მასშტაბური ხანძარია - ისმის აფეთქებების ხმა

ჰამბურგში მდებარე პორტთან ახლოს მასშტაბური ხანძარია, ისმის გაზის ბალონების აფეთქებების ხმა. 

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილ ავტომობილს გაუჩნდა.

„ნამსხვრევები მთელ ავტომაგისტრალზეა მიმოფანტული. ამ ტერიტორიაზე, ასევე, არიან დაშავებულები“, - განუცხადა ჰამბურგის პოლიციის წარმომადგენელმა Bild-ს და დასძინა, რომ ეს ავტომაგისტრალი ორივე მიმართულებით დაკეტილია.

„ასევე, შეწყდა ჰამბურგის ცენტრალურ სადგურსა და ჰარბორგს შორის მატარებლების მოძრაობა, თუმცა ხანძარმა გავლენა არ მოახდინა საქალაქთაშორისო მატარებლების მოძრაობაზე“, - იუწყება Deutsche Bahn.