„ჰამასის“ მიერ დატყვევებულთა ოჯახების წევრები: ისრაელელი მძევლების გათავისუფლების ერთადერთი დაბრკოლება ბენიამინ ნეთანიაჰუა - THE TIMES OF ISRAEL

„ისრაელელი მძევლების გათავისუფლების ერთადერთი დაბრკოლება არის ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ“, – ამის შესახებ THE TIMES OF ISRAEL მძევლებისა და დაკარგული ადამიანების ოჯახების ფორუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
„ჰამასის“ მძევლების ოჯახები უარყოფენ ნეთანიაჰუს მტკიცებას, რომ მძევლების გათავისუფლების მთავარი დაბრკოლება კატარში მყოფი „ჰამასის“ ხელმძღვანელობაა.
„კატარში ჩატარებულმა მიზანმიმართულმა ოპერაციამ ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაამტკიცა, რომ 48 მძევლის დაბრუნებისა და ომის დასრულების ერთი დაბრკოლება არსებობს: პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ. ყოველ ჯერზე, როდესაც შეთანხმება ახლოვდება, ნეთანიაჰუ მის საბოტაჟს ახდენს. დროა, ბოლო მოეღოს საბაბებს, რომლებიც დროის მოსაგებად არის შექმნილი და რითაც მას ხელისუფლებაში დარჩენა შეუძლია. ამ შეფერხებამ უკვე 42 მძევლის სიცოცხლე შეიწირა და საფრთხეს უქმნის დამატებითი მძევლების სიცოცხლეს, რომლებიც თითქმის ორწლიანი ტყვეობის შემდეგ ძლივს გადარჩნენ, ასევე გარდაცვლილთა აღმოჩენას“, – ნათქვამია განცხადებაში.