Loading data...
„ჰამასის“ მაღალჩინოსანი კანადის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას მიესალმება

„ჰამასის“ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა CNN-ს განუცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის, კანადისა და ავსტრალიის მიერ პალესტინის ოფიციალურად აღიარების დღევანდელი ნაბიჯი „მისასალმებელი ნაბიჯია“.

„ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც პალესტინელების ლეგიტიმური უფლებების გაძლიერებას ითვალისწინებს, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, სრულად სუვერენული პალესტინური სახელმწიფოს შექმნას, დედაქალაქით იერუსალიმი და თვითგამორკვევის უფლებას, მისასალმებელი ნაბიჯია“, - განუცხადა CNN-ს „ჰამასის“ პოლიტიკური ოფისის უფროსმა წევრმა, ბასემ ნაიმმა.

თუმცა ნაიმმა დასძინა, რომ ამ აღიარებას „უნდა ახლდეს ადგილზე პრაქტიკული ზომების მიღება, რათა დადასტურდეს ეს უფლებები და ჩაიშალოს სიონისტური გეგმები, რომლებიც კატეგორიულად უარყოფს ნებისმიერ პალესტინურ პოლიტიკურ ერთეულს“.

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ახლა ყველაზე მაღალი პრიორიტეტია ღაზას სექტორში გენოციდისა და ეთნიკური წმენდის შეჩერება და ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ბლოკადის დასრულება“, - აღნიშნა მან.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დიდი ბრიტანეთის, კანადისა და ავსტრალიის მიერ პალესტინის ოფიციალურად აღიარების დღევანდელ ნაბიჯს გამოეხმაურა და პირობა დადო, რომ „პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება“.