„ჰამასის“ ლიდერი აცხადებს, რომ ღაზაზე ისრაელის დარტყმები „მიუღებელია“
„ჰამასის“ ლიდერმა ხალილ ალ-ჰაიამ განაცხადა, რომ დაჯგუფება მზად არ არის, აიტანოს ისრაელის განგრძობადი თავდასხმები, ღაზაზე განხორციელებული დარტყმების სერიის ფონზე, რომელთა შორის ერთ-ერთმა „ჰამასის“ განათლების სფეროს წარმომადგენელი იმსხვერპლა. ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ეს უკანასკნელი ტერორისტული დაჯგუფების ფინანსებს განკარგავდა.
„მკვლელობისა და ბლოკადის გატოლება [ცეცხლის შეწყვეტის] შეთანხმების ფარგლებში მიუღებელია“, - განაცხადა ჰაიამ.
მისი თქმით, „ჰამასი“ სხვა პალესტინურ ფრაქციებთან ერთად განიხილავს, თუ როგორ უპასუხონ „ისრაელის მხრიდან დარღვევებსა და ყოველდღიური მკვლელობების პოლიტიკას“.
„პალესტინური სისხლი ძვირფასია და ოკუპაციის დანაშაულების მიმართ „მშვიდობის საბჭოსა“ და გარანტორების მხრიდან დუმილის პოლიტიკა მიუღებელია“, - დასძინა ჰაიამ.